GeoPlugins ლოგო
GeoPlugins
  • მთავარი
  • პლაგინები
  • ფასები
  • ნამუშევრები
  • FAQ
  • იღბლიანი ბორბალი
Discord დაწყება
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის სექტემბერი · ძალაშია რეგისტრაციისა და შეძენისას

1. შესავალი

GeoPlugins (geoplugins.online) დიდ პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას და ვალდებულებას იღებს დაიცვას თქვენი პირადი მონაცემები. მოცემული დოკუმენტი განმარტავს, რა ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას და როგორ უზრუნველვყოფთ თქვენი Minecraft პლაგინების ლიცენზიებისა და ანგარიშის უსაფრთხოებას.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მინიმალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მომსახურების გაწევისა და პლაგინების ლიცენზირებისთვის:

  • ანგარიშის ინფორმაცია: თქვენი სახელი/მეტსახელი, ელ. ფოსტის მისამართი და უსაფრთხოდ ჰეშირებული ავთენტიფიკაციის მონაცემები.
  • Google / Discord სოციალური პროფილი: სწრაფი შესვლისას ვიღებთ ანგარიშის იდენტიფიკატორს, სახელს და ელ. ფოსტას მხოლოდ ავტორიზაციისა და ანგარიშის დაკავშირებისთვის.
  • შეძენილი პლაგინები და ტრანზაქციები: შეძენილი პლაგინების სია, შექმნილი უნიკალური Ed25519 სალიცენზიო გასაღებები (GP-Key) და საფულის ბალანსის ჩანაწერები.
  • საიტის გამოყენების მონაცემები: შემთხვევითად შექმნილ ბრაუზერის ვიზიტორის იდენტიფიკატორს, მონახულებულ გვერდს, წინა გვერდის მისამართს და ვიზიტის დროს. შესულ მომხმარებელზე ჩანაწერს შეიძლება დაერთოს ანგარიშის ID და ელ. ფოსტა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ GeoPlugins-ის მფლობელისთვის და გამოიყენება გაყიდვების ანალიზის, მომსახურების გაუმჯობესებისა და ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის.

გამოყენების მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მომსახურების ოპერირების, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. მესამე პირებზე სარეკლამო მიზნებისთვის არ ვყიდით.

3. გადახდების უსაფრთხოება

🔒 ჩვენ არ ვინახავთ საბანკო ბარათის მონაცემებს!
ყველა გადახდა და საფულის შევსება ხორციელდება საერთაშორისო სერტიფიცირებული გადახდის პროვაიდერების მეშვეობით დაშიფრული SSL/TLS არხებით. სერვერებს შორის ტრანზაქციის ვალიდაცია სრულდება კრიპტოგრაფიული HMAC-SHA256 ხელმოწერით.

ფასები ინგლისურ ენაზე გათვლილია აშშ დოლარში ($ USD), ხოლო ქართულ ენაზე ლარში (₾ GEL). ბალანსის ჩარიცხვა და პლაგინის გააქტიურება ხდება ავტომატურად, წამებში.

4. სალიცენზიო სისტემა და Ed25519 დაცვა

GeoPlugins License სისტემა თითოეულ შეძენილ Minecraft პლაგინზე აგენერირებს ექსკლუზიურ გასაღებს. ლიცენზიის ავთენტურობა მოწმდება ასიმეტრიული Ed25519 ალგორითმით, რაც გამორიცხავს გასაღების გაყალბებას ან გატეხვას და უზრუნველყოფს თქვენი სერვერის შეუფერხებელ, 20.0 TPS მუშაობას Paper, Purpur და Folia პლატფორმებზე.

5. მომსახურების პირობები (Terms of Service)

GeoPlugins-ის ვებსაიტით ან პროდუქტებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:

  • შეძენილი პლაგინის (.jar) და ლიცენზიის გადაცემა მესამე პირებისთვის, გავრცელება ან დეკომპილაცია ბოროტი მიზნებისთვის დაუშვებელია.
  • ყველა ოფიციალური შეკვეთა და მორგებული (Custom) პლაგინების დამზადება ხორციელდება ჩვენი ოფიციალური Discord სერვერის მეშვეობით (ბილეთების სისტემით).
  • თითოეულ მომხმარებელს ეძლევა მუდმივი წვდომა განახლებებზე და ტექნიკურ მხარდაჭერაზე.

6. მომხმარებლის უფლებები და კონტაქტი

თქვენ გაქვთ სრული უფლება მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის, მონაცემების ან ისტორიის წაშლა. ნებისმიერი კითხვის ან დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს ოფიციალურ Discord სერვერზე:

GeoPlugins Discord სერვერი პლაგინების მარკეტპლეისი
GeoPlugins

მორგებული Minecraft პლაგინები.
მაღალი ხარისხი. დაბალი ფასები.

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ფასები
  • ნამუშევრები
  • პლაგინები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

საზოგადოება

  • Discord სერვერი
  • TikTok (@geoplugins2)
© 2026 GeoPlugins. ყველა უფლება დაცულია. მორგებული Minecraft პლაგინები.
ოპტიმიზებულია PaperMC, Spigot და Velocity-სთვის.